თბილისის მერი კახა კალაძე, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს და აცხდებს კოალიციური მთავრობის შექმნა პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის.
„ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტია. ამას წყვეტს ხალხი - ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა კახა კალაძე ან სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კალაძემ.
პარიზში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემას „კვირის ჟურნალს“ (JDD) ინტერვიუ მისცა, სადაც პრეზიდენტმა გაანცხადა, რომ საქართველოსთვის კოალიციური მთავრობის შექმნა აუცილებელია.
კითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს.
,,პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - აცხადებს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი.
ამავე თემაზე: