„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი.
„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, უპასუხა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილიმა აგვისტოშიც განაცხადა ქართულ მედიასთან ინტერვიუში, რომ კოალიციური მთავრობა: „ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად“.
სრული ინტერვიუ