ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში

„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში“, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დააკავებენ, როგორც კი ის საქართველოში ჩამოვა.

.„სააკაშვილი მსჯავრდებული არის უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის: გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა, პირდაპირ მკვლელობა იყო, კაცი სასწაულებრივად გადარჩა. ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი - ყველას, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული, მათი ადგილი არის ციხე. მით უმეტეს, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორიც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.

ამავე თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული ადამიანი