რეჯეფ თაიფ ერდოღანი: სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ ერდოღანმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაძლიერება დიდ სარგებელს მოიტანს.

„ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს სირიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, „აკუიუს“ ატომურ ელექტროსადგურზე პირველი ენერგობლოკი 2022 წელს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ატომურ ელექტროსადგურს თურქეთი რუსი სპეციალისტების დახმარებით აშენებს.

თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე