გერმანიის პრეზიდენტი ყალბს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, გერმანია საქართველოს, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყალბს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.

„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბებია“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეს განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დღეს Euobserver-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ევროკავშირში დისკუსიაა და საქართველოთი უკმაყოფილო ერთ-ერთ ქვეყნად გერმანია დაასახელა.