2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ განთავსებული ე.წ. სისხლიანი ბანერებისთვის გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, „2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“.
ამ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად“.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბანერები კერძო პირების ინიციატივაა.
ამავე თემაზე
NCDC „ალმას“ 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მიუთითებს