სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობაზე NATO-ს მინისტერიალში, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
„მოკავშირეთა ლიდერებს გულწრფელი საუბარი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. სხვა დისკუსიები შეეხო რუსეთს, შეიარაღების კონტროლს, რეგიონალურ უსაფრთხოებას, NATO 2030-ს. ასევე - წინსვლის ასახვის პროცესს და NATO-სა და აზია-წყნარი ოკეანეის პარტნიორებს შორის საერთო კავშირებისა და ღირებულებების განმტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.