პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2 აგვისტო 12 სექტემბრის პერიოდის დეკლარაციები წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, ყველაზე მეტი თანხა რეკლამებზე „ქართულმა ოცნებამ” დახარჯა. დეკლარაციების მიხედვით, პარტიამ Facebook `ბუსტზე`, სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ბილბორდზე 5.3 მილიონი ლარი დახარჯა.
დეკლარაციების თანახმად, „ქართულ ოცნებაზე“ მთლიანი სარეკლამო ხარჯების ⅔-ზე მეტი მოდიოდა.
„ქართული ოცნება“ - 5,299,365 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 65,950 ლარი;
„ლელო“ - 535,967 ლარი;„საქართველოსთვი“ - 336,566 ლარი;
„ევროპული საქართველო“ - 72,498 ლარი; „სტრატეგია აღმაშენებლი/მესამე ძალა - 37,626 ლარი;
„დროა!" - 8,121 ლარი.
დეკლარაციების თანახმად, ოპოზიციური პარტიები ტელევიზიების მეშვეობით ძირითადად უფასო პოლიტიკური რეკლამებით სარგებლობენ, ხოლო ფასიანი სატელევზიო რეკლამებისთვის კი ყველაზე დიდი თანხა „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა.
არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება.