NATO საქართველოსთან პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა.
NATO-ს ყველა მოკავშირე მზადაა, საქართველოს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს.
მისი თქმით, ყველა მოკავშირემ განაცხადა, რომ მზად არიან იპოვონ გზები, რათა უფრო მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართვლოს.
„NATO-ს სამომავლო სტრატეგიის ნაწილია ასევე იმ გზების გამონახვა, თუ როგორ შეუძლია NATO-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.