ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -25.0 მლრდ აშშ დოლარი (-79.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -149.5 პროცენტია.
ეროვნული ბანკის შგასებით, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესებულია.
„აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.9 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 298.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის ცნობით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.9 მლრდ აშშ დოლარი (113.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 787.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.