კახა კუჭავა: ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, თუმცა „ფეიკვიდეოა“, სააკაშვილი არ ჩამოსულა

პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპრეზიდენტის ვიდეოს ფეიკი უწოდა. კახა კუჭავამ მედიასთან განაცხადა, რომ არ შეიძლება კომენტარი გააკეთოს „არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე“.

„ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არ არის სააკაშვილი. ეს არის ფეიკვიდეო. ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, რომ ცრუ, ინფორმაცია არ გავრცელდეს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ირაკლი კობახიძე: ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არ არის ჩაწერილი