ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია. ეს ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.
საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებულებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. COVID19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.
პირველი ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 799 446 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 984 595 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%, სრულად ვაქცინირებულია 814 851 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.5 %. 30 სექტემბერს აიცრა 12 562 ადამიანი.
კორონავირუსი დღეს 1743 ადამიანს დაუდასტურდა, 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.