ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, ისტორიულ გამარჯვებას

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს, რითაც პრემიერმა სააკაშვილის დაკავების შესახებ აცნობა მედიას, ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსაც მიმართა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1-ლი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1-ელ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით, მთვრობის ადმინისტრაციამ ვრცელი ტექსტი გაავრცელა:

„შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი - ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ხელისუფლება მოექცა ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი - ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი. სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს“.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია