საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოის საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად“ , - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
განახლება:
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ:
„უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე“.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.