უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზეზებსა და გარემოებებზე განმარტებას ითხოვს

"უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს საქართველოდან მიღებული სიახლეებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით, სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, - წერს ნიკიფოროვი.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს