საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც ექსპრეზიდენტი მოინახულა.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
ომბუდსმენის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ასევე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას.
„მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავებისას და არც მის შემდეგ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართებითაც განსაკუთრებული, აუცილებელი საჭიროება არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და ასევე როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
ამავე თემაზე: