„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭირო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა“, - ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ამ დილით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი უკრაინაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიხაძეთ. ყველა ეს საკითხი განიხილება. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც მას უჭირს“, - განაცხადა უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.
მან ასევე მოითხოვა უკრაინის კონსულთან შეხვედრა.