რუსეთის უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების კომპანიის დამფუძნებელს, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Group-IB-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ილია საჩკოვი ღალატის ბრალდებით დააკავეს. GroupIB-ი 6 კომპანიას, მათ შორის ამსტერდამსა და სინგაპურში რეგისტრირებულებსაც მოიცავს. რუსული მედიის ცნობით, ბრალდებულს სავარაუდოდ, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

საჩკოვი ხელისუფლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა და მრავალი სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა, მის დაკავებას წინ უძღოდა ჩხრეკა ჯგუფის მოსკოვის ოფისში.

საჩკოვის დაპატიმრება უკიდურესად უარყოფითად აისახება ინვესტიციებზე რუსეთის IT სექტორში", - განუცხადა „ინტერფაქსს" მეწარმეების უფლებების დაცვის პრეზიდენტის კომისარმა ბორის ტიტოვმა.

კრემლს განსხვავებული შეხედულება აქვს.

„საჩკოვის საქმე არაფერს შუაშია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესსა და საინვესტიციო კლიმატთან", - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„თქვენ ხედავთ, რომ ბრალდებები არ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, არამედ ღალატთან”, - დაამატა პესკოვმა.

ამავე თემაზე:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს