პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს ბრალდებას აღიარებს და მზად არის, ჯარიმა გადაიხადოს

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საარჩევნო აგიტაციის შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით ცესკოს ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

მისი თქმით, , „ქართული ოცნების“ ლოგოანი პირბადით გამოცხადება ნამდვილად დარღვევა იყო და მზად არის ჯარიმა გადაიხადოს.

„დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ბრენდირებული პირბადით მისვლა ცესკომ აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.