15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო კომისიებში სულ 175 საჩივარია შესული
ცესკოს განცხადებით, მათი უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება
ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათის მონაცემებით, 33.18% შეადგინა. ცესკოს სპიკერის თქმით, ამ დროისთვის ხმის მისაცემად უბანზე 1 160 413 ამომრჩეველი მივიდა.
ცნობისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა.
ამავე თემაზე:
15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 33,18%-ს შეადგენს