ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ ხმების 45,31% მიიღო, ნიკა მელიამ - 34,31%, გიორგი გახარიამ - 9.03%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე 45,33%-ით ლიდერობს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ კი ხმების 34,31% მიიღო. გიორგი გახარიამ - 9.03%.

აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნების დროს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილი 3743 უბნიდან, დათვლილი იყო 1446 საარჩევნო უბანი, ხოლო დედაქალაქის 769 უბნიდან დათვლილია 428 უბანი - 55.66%

ამ მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში სხვა კანდიდატების მიერ აღებული ხმები ასე გადანაწილდა: ანა დოლიძე - 4.41%, ანა ბიბილაშვილი - 2.43%, თამარ კეკენაძე - 0.6%, გიორგი ლომია - 1.51%, მიხეილ ქუმსიშვილი - 0.81%, გიორგი ქუთათელაძე - 0.14%, თეიმურაზ ბობოხიძე - 0.08%, გიორგი ლაღიძე - 0.11%, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 0.58%, ქეთევანი ნაკაშიძე - 0.08%, ევგენი ღვინიაშვილი - 0.09%, ზაზა ხატიაშვილი - 0.38%, გიორგი გაჩეჩილაძე - 0.19%.

ცესკო: თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.56% აიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31.23%