13-მა ქვეყანამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნებისა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
შესაბამისი წერილი, რომელიც ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა, მან ნატოს მოკავშირეებს წარუდგინა. წერილში, ნატოს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ფოკუსი ღია კარის პოლიტიკაზე.
ლინკევიჩუსის თქმით, ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა.
როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ლინას ლინკევიჩუსმა ლიეტუვის გარდა, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით ისაუბრა. მან მოკავშირეთა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში ნატოს პარტნიორებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე.
„ჩვენ მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვაქვს სურვილი, წავახალისოთ გამოსავლის გზების ძიება, რომლითაც პარტნიორების გაძლიერებას შევძლებთ“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.