საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე კი, ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა.
საქსტატის ცნობოთ, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3 პროცენტით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტითაისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებებისექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი)
რაც შეეხება პურსა და პურპროდუქტებს, აქ ფასების 13.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო თევზეული – 11.5 პროცენტით. 10.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა
ჯგუფში, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანიმატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარემოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვამომსახურება (4.5 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფისწვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინოპროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების(5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
განათლების სფეროში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების(4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;