თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, სამართლებრივი უაზრობაა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკრაინაში, სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. იუსტიციის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს, რადგან როგორც ცნობილია, უკრაინაში მის მიმართ სისსხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, თუ სააკაშვილი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, კიევში დაბრუნდეს: „ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“.

„ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

„არავითარი სურვილი არ გვაქვს, უკრაინაში მოიხადოს სასჯელი, არავითანი მიზანშეწონილობა ამის არ არსებობს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის