საქსტატი: ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები.

ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 38.2 პროცენტს, ხოლო სოფლად 36.3 პროცენტს შეადგენს.

შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (50.7%), კომპანიის/ ბიზნესისდახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (16.9%), შინამეურნეობის წევრის ხელფასისშემცირება (8.5%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.8%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერდეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 13.9 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინცდაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლისმნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 16.3 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 10.5 პროცენტს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შინამეურნეობების პროცენტული წილი საქალაქო და სასოფლო დასახლებების მიხედვით, რომელთა ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით.