კატარი სირიისთვის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას დააფინანსებს

აშშ-ის ელჩმა კატარს სირიისთვის გაზის შესყიდვის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

კატარის ინიციატივა ყოველდღიურად ელექტროენერგიის მიწოდებას 40%-ით გააუმჯობესებს ხუთ მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ასევე, კომერციული და სამრეწველო ზონებისთვის. ამ პროექტით, კატარის განვითარების ფონდის მთლიანი წვლილი სირიის ელექტროენერგეტიკულ სექტორში 760 მილიონს გადააჭარბებს. ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა 2 მილიონიდან 3.4 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. 


„გულწრფელი მადლობა კატარს სირიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაზის ინიციატივის სრულად დაფინანსებისთვის," - დაწერა X-ზე ტომ ბარაკმა, აშშ-ის ელჩმა თურქეთში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში.