საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი.
ზალკალიანი აღნიშნულ ვარაუდს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საფუძველზე გამოთქვამს.
„ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო - მგონი, მანაც მედიით შეიტყო მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის დატოვების შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ეს ჩემი პირადი ვარაუდია.
უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ ეს განსხვავებულ შემთხვევაა, რადგან უკრაინის მოქალაქეობამდე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი იყო. ექსპრეზიდენტს მსჯავრი და ბრალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს წარდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრება, როგორც ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება. მისი, როგორც მსჯავრდებულის, უფლებები დაცული იქნება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს