კვების ობიექტების მუშაობა გახანგრძლივდა

კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდა, იხსნება კონცერტების და ფესტივალების ჩატარებაზე შეზღუდვა, მათი ჩატარება რეგულაციების დაცვით შეიძლება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. ახალი გადაწყვეტილება ხვალიდან შევა ძალაში.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ. იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით“, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

25 აგვისტოდან, კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.

ამავე თემაზე:

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: ვაქცინირებულ თანამშრომელს ხელფასის დანამატს ვაძლევთ