ევროპის წამლის სააგენტომ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონეებში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

EMA-მ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონეებში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.

ჯანმოს მეცნიერთა პოზიციით, ე.წ ბუსტერ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არ არის. ამის მიუხედავად, საფრანგეთი აგვისტოს ბოლოს გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც „ბუსტერ“ დოზების გამოყენება 65 წელს გადაცილებულებში დაიწყო. საფრანგეთი მას მოსახლეობას მეორე დოზიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სთავაზობს. ე.წ. გამაძლიერებელი დოზის გამოყენება აგვისტოს ბოლოს დაიწყო გერმანიამაც და მას სთავაზობს მზრუნველობა მოკლებული სახლების მცხოვრებლებს.

გერმანიის რამდენიმე შტატმა უკვე დაიწყო დაუცველი ჯგუფების აცრა, ქვეყნის ვაქცინაციის საკონსულტაციო ჯგუფი უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ხანდაზმულთა და იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთმა განაცხადა, რომ „ბუსტერ“ დოზას 60 წელს გადაცილებულებს 20 სექტემბრიდან შესთავაზებს.

როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია

საქართველო 12 წელს გადაცილებულების აცრასა და „ბუსტერ“ დოზებზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს