მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის - ელისაშვილი

მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ.

„ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისა და ელჩებთან შეხვედრისთვის”, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად შეთავაზებაც აქვს.

„ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე „ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.