დღეს, პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

დღეს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას დეპუტატებმა მხარი 75 ხმით დაუჭირეს.

კანონპროექტით ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან, ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან, ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

დღესვე პარლამენტმა განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირების წესებს უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი მუშაობას საკომიტეტო მოსმენების ფორმატში განაგრძობს.

დღეს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 78 ხმით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტს.

სხდომაზე განიხილეს და 76 ხმით მიიღეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლითაც წესრიგდება ძეგლის მესაკუთრის , ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობასთან და ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

რესტავრირებული თუ „გარემონტებული“ ისტორიული ძეგლები