მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები  2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

"მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო კორექტირებას ვთავაზობთ 2 წლით," - ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა. მერიის გადაწყვეტილებით, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემათ.

"მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 ოჯახი მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს", - განაცხადა კახა კალაძემ.