სამოგზაუროდ წასასვლელად, აცრილებს სასურველი ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია შეეძლებათმ თუ ისინი მიზნობრიობის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე უწევს მოგზაურობა და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაშვებულია განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღეში. შეგვიძლია, იმ პირების ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს Pfizer-ის ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა აღიარებს, სადაც ის პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათი ვაქცინაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კერძოდ, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა Sinopharm-ით ან Sinovac-ით და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია აიცრას, მაგალითად, Pfizer-ით.
საქართველო „ბუსტერ“ დოზებით აცრას იწყებს
საქართველოში მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები აიცრებიან