NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შეაფასა. დიპლომატი სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია პირველად, 2019 წლის შემდეგ. ადმირალ რობ ბაუერი სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარეა და ის საქართველოშ პირველად ჩამოვიდა ვიზიტით. ეს არის ჩვენი ძალიან აქტიური საქმიანობისა და დიალოგის ნაწილი NATO-სა და საქართველოს შორის. საქართველო NATO-ს უნიკალური პარტნიორია და ეს ვიზიტი მოემსახურება შესაძლებლობას, რომ განვაახლოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე რეგიონულ დონეზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა როსარია პუგლისმა.
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარულის ხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნებისა დაშეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.
ამავე თემაზე