NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოშია

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ.

როგორც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე NATO-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფროგაღრმავების გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარულის ხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნებისა დაშეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.

„საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა დაევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. 2019 წლის შემდეგ, საქართველო ისევ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ბოლოს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები, კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოში 2019 წლის მარტში იმყოფებოდნენ.

კომიტეტს ახალი ხელმძღვანელიჰყავს - ადმირალი ბაუერი, რომელიც პირველად სტუმრობს საქართველოს. ეს ვიზიტი ჩვენს საკმაოდ დატვირთული საქმიანობის კალენდარში შედის დასაქართველოს და NATO-ს შორის არსებული დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველო NATO-ს უნიკალური პარტნიორია. აღნიშნული ვიზიტი მოგვცემ სშესაძლებლობას, განვაახლოთ საუბარი რეგიონული და შავის ზღვის უსაფრთხოებისსაკითხებზე, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და NATO-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ამავე თემაზე:

საქართველში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გაიმართება

საქართველოს დღეს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა