უკრაინის პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევისას 261-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მიერ დასახელებულ რუსლან სტეფანჩუკს, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა დმიტრო რაზუმკოვი.
უკრაინელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი თანამდებობიდან 7 ოქტომბერს გადააყენეს.
შესაბამის გადაწყვეტილებას ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 284 დეპუტატმა, მათ შორის 215-მა მმართველი პარტიიდან.
რაზუმკოვი, რომელიც მანამდე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი იყო, უმაღლესი რადას სპიკერად 2019 წლის აგვისტოში აირჩიეს.
დმიტრო რაზუმკოვისთვის უნდობლობის გამოცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ინიციატივით მოხდა.
ის ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოლიგარქების გავლენის შემცირებას ისახავდა მიზნად.
ცნობისთვის, რუსლა სტეფანჩუკი რიგი კანონპორექტების შემუშავებაში მონაწილეობდა. 2016-2018 წლებში, ის იყო ვიცე-პრემიერ სტეპან კუბივის მრჩეველი. სტეფანჩუკი ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კოლეჯიდან იცნობდა, როდესაც მონაწილეობდნენ პოპულარულ კომედიურ კონკურსში.
ზელენსკის მეორადი გამარჯვების შემდეგ, 2019 წელს,რუსლან სტეფანჩუკი გახდა მისი მრჩეველი და პარტიის „ხალხის მსახურის“ იდეოლოგი. 2019 წლის 21 მაისიდან ის იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი უმაღლეს რადაში. აგვისტოს დასაწყისში ზელენსკიმ გაათავისუფლა სტეფანჩუკი, მაგრამ მალე, 19 აგვისტოს, ხელახლა დანიშნა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს იყო ნაბიჯი რაზუმკოვის შეცვლისთვის მოსამზადებლად.
რუსლა სტეფანჩუკის ძმა, მიკოლა, ასევე დეპუტატია „ხალხის მსახურიდან“.