მოლდოვას არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ათასობით მომხრე პარლამენტის ახალი გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად ახალ პრეზიდენტს სადაზვერვო სამსახურებზე კონტროლი აღარ უნდა ჰქონდეს. ამ გადაწყვეტილებას მაია სანდუ ძალაუფლების უზურპაციის და მისი პრეზიდენტობის შეფერხების მცდელობად აფასებს.
სანდუ მსოფლიო ბანკში ეკონომისტად მუშაობდა და ევროკავშირთან ახლო კავშირებს უჭერს მხარს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი იგორ დოდონი დაამარცხა, თუმცა პარალამენტში უმრავლესობა, ისევ სოციალისტური პარტიის წევრებს და დოდონთან ასოცირებულ კანონმდებლებს აქვთ.
აღმოსავლეთ ევროპის 3,5-მილიონიან ქვეყნას, სადაც გავლენებისთვის რუსეთი და დასავლეთი გავლენებისთვის იბრძვიან, არასტაბილურობამ და კორუფციულმა სკანდალებმა (მათ შორის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის დაკარგვა) ზიანი მიაყნა.
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც პირველ ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.