ბრიტანეთის ტერიტორიაზე შემსვლელთათვის საელჩო პირობების ჩამონათვალს ავრცელებს

ბრიტანეთის ტერიტორიაზე შემსვლელი მოქალაქეებისთვის საელჩო პირობების ჩამონათვალს ავრცელებს.

ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ შემდეგი პირობებით: ბრიტანეთში შესვლა შესაძლებელია ყველა მოგზაურისთვის, რომელიც ჩადის საქართველოდან და მათთვის ვინც ფლობს დიდი ბრიტანეთის ბინადრობის მოწმობის დოკუმენტს.

საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ ადამიანებს არ უწევთ სასტუმროს სავალდებულო კარანტინის გავლა. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: https://www.gov.uk/.../travel-update-47-countries-and...

ასევე, გთხოვთ იხილოთ ვაქცინირებული/არაცაქცინირებული პირებისთვის შესვლის წესები: ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთი, გამგზავრებამდე ტესტირების და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისულდებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მეორე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტირება.

ეს წესი ასევე ეხება დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 18 წლამდე პირებს. საქართველოში AstraZeneca ან Pfizer-ით სრულად აცრილი პირებისთვის გამგზავრებამდე საჭიროა მგზავრის ლოკაციის ფორმის შევსება და PCR ტესტის ჩატარება ჩამოსვლიდან მეორე დღეს (რომელიც გამგზავრებამდე უნდა დაიჯავშნოს).

ეს წესი ასევე ეხება 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში Sinopharm-ით ან Sinovac-ით სრულად აცრილი პირებისთვის, საჭიროა გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება, საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით, მგზავრის ლოკაციის ფორმის შევსება მოგზაურობამდე და თვითიზოლაციის მეორე და მერვე დღეს PCR ტესტის ჩაბარება.

ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრობის ადგილსამყოფელი ფორმის შევსება 10 დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით. დიდ ბრიტანეთში ან საქართველოში ნაწილობრივ (ერთჯერადად) ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის, საჭიროა გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის ჩატარება, მოგზაურობამდე მგზავრის ლოკაციის ფორმის შევსება, PCR ტესტის ჩატარება ჩამოსვლიდან მეორე და მერვე დღეს (რომელიც გამგზავრებამდე უნდა იქნას დაჯავშნილი) და მგზავრობის ადგილსამყოფელი ფორმის შევსება 10 დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით“, - აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.

11 ოქტომბერს, 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) საქართველო ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. „წითელი სიაში“ აღარ იქნება.