დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელს ასაჯაროებს. ექიმები ლიდერობენ ექთნების, სანიტრების და ადმინისტრაციული პერსონალის ჯგუფში.
ამ ეტაპისთვის სრულად აცრილია ექიმების 71%, ექთნების 48%, სანიტრების 37% და ადმინისტრაციული პერსონალის 56%. მადლობა ჯანდაცვის მუშაკებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. თითოეული თქვენგანის შრომას მივყავართ პანდემიის დასასრულისკენ.
8 ოქტომბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 853 296 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია - 996 687 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.1%, სრულად ვაქცინირებულია 856 609 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0 %. 7 ოქტომბერს 8 331 ადამიანი აიცრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე