ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო აქტიურობით შეშფოთებულია.
“ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება. სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას. ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის, - აღნიშნა მან.