52 წლის ალექსანდრე შალენბერგმა ფიცი დადო და ავსტრიის ახალი კანცლერი გახდა.
კარიერული დიპლომატი, რომელიც მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრად, სებასტიან კურცის ახლო მოკავშირეა, რომელმაც კანცლერის თანამდებობა კორუფციის შესახებ ბრალდებების შემდეგ დატოვა.
ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა, კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ, გადადგომის შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა.
გადაწყვეტილება მან ქვეყნის პოლიტიკური ქაოსიდან გამოსვლის მიზნით ახსნა.
ავსტრიის კანცლერის გადადგომას წინ უძღოდა ავსტრიის პოლიციის მიერ გამოძიების დაწყება და პარტიის ოფისებში ჩხრეკა.
კურცს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი შეცვლის, პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს.