გერმანიამ პირველი თვითმავალი მატარებელი წარადგინა

გერმანულმა სარკინიგზო ოპერატორმა Deutsche Bahn-მა და სამრეწველო ჯგუფმა Siemens-მა მსოფლიოში პირველი ავტომატიზირებული მატარებელი ჰამბურგში წარადგინეს.

ოთხი თვითმავალი მატარებელი ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელს შეუერთდება და დეკემბრიდან მგზავრების გადაყვანას არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით დაიწყებს.

პროექტი, რომელსაც Siemens-ი და Deutsche Bahn-ი მსოფლიოში პირველს უწოდებენ, ჰამბურგის სწრაფი ურბანული სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციის ნაწილია, რომლის ღირებულება 60 მილიონი ევროს (70 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

Deutsche Bah-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ლუცმა განაცხადა, რომ ავტომატიზირებული მატარებლები გვთავაზობენ უფრო საიმედო მომსახურებას.

Siemens– ის აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ბუშმა აღნიშნა, რომ ავტომატიზირებულ მატარებლებს რესურსების 30%-ზე მეტის დაზოგვით შეუძლიათ 30%-მდე მეტი მგზავრის გადაყვანა.

„მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი კონტროლდება ციფრული ტექნოლოგიით და სრულად ავტომატიზირებულია, მძღოლი მაინც იქნება ზედამხედველი, როდესაც ბორტზე მგზავრები იქნებიან“, - ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.