იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება, - აცხადებს იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა.
მისი თქმით, „ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და მომდევნო თაობებს არ უნდა დავუტოვოთ“.
„იაპონიის მთავრობა განწყობილია, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადოს და ამ კუნძულების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი გადაწყვიტოს“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეთანხმება იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას კომენტარს. ეს რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება, რომ სხვადასხვა დონეზე გააგრძელოს იაპონიასთან დიალოგი იმ სენსიტიური საკითხების გადაჭრის მიზნით, რომელიც დღის წესრიგში რჩება.
ამავე თემაზე: