UNDP-ის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი აცხადებს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა.
ონლაინ-შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ,
„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გასული წლების განმავლობაში, თუმცა საჯარო მმართველობის რეფორმის ყველა სფეროში თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. რეფორმის ახალ ეტაპზე, გაეროს განვითარების პროგრამის დახმარების პრიორიტეტული სფეროები უცვლელი დარჩება - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო სამსახურის რეფორმის გატარება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.
საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება.
ამავე თემაზე: