თურქეთი აშშ-სგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას განიხილავს

თურქეთი აშშ-სგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმციას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპიკერი იბრაჰიმ ქალინი ავრცელებს.

ქალინის თქმით, თურქული მხარე საჰაერო ფლოტის გაფართოებას ცდილობს და თვითმფრინავების შეძენის საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია.

„ჩვენი პირველი პრიორიტეტი F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენაა და თუ აშშ-სთან ამ საკითხზე არსებული კრიზისი დაიძლია, ჩვენ ვეცდებით მათ შესყიდვას. სხვა შემთხვევაში ალტერნატივების ძებნას განვაგრძობთ. F-16 ტიპის ფლოტის გაფართოება და მოდერნიზება შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატივად“, – აღნიშნა ქალინმა.

რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ხელშეკრულებაზე ისაუბრებდა.

"ანკარამ ვაშინგტონს 1.4 მილიარდი დოლარიუკვე გადაუხადა, აშშ კი გაყიდვაზე უარს ამბობს. ისინი ან მოგვცემენ ჩვენ თვითმფრინავებს, ან ფულს დაგვიბრუნებენ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის რუსეთისგან შესყიდვასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობა გაგრძელდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის S-400-ს შეძენას ისევ გეგმავს