"თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ჩხაიძე აცხადებს, თუ გაციების კვალდაკვალ დაფიქსირდება რესპირატორული ვირუსების მატება, მათ შორის გრიპის, ეს იქნება ძალიან საშიში და ყველაზე მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის..
"შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა. რისკი იმისა, რომ ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება. ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი და ინფიცირების 30 256 მიმდინარე აქტიური შემთხვევა