"ირანი და აზერბაიჯანი თანხდება, რომ მხარეთა შორის ბოლო დროს არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება", - აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის საგარეო უწყებაბ ირანისა დ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა სატელეფონო კავშირით ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს
"ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანისა და ჯეიჰუნ ბაორამოვის პოზიციით ყველა სახის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან ოთხი ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები გაიმართა.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს.