ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გამოიკითხოს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს.

კერძოდ, საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებაზე, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

„რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე, დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ამავე თემაზე:

ივერი მელაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე: ეცდებიან, დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ