საქართველოში კორონავირუსი 4 212 ადამიანს დაუდასტურდა, 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსი 4 212 ადამიანს დაუდასტურდა, 1 982 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 8.0%, ბოლო 14 დღის - 7.21%, 7 დღის - 8.57%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.

საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563-მდე.

ჯამში გარდაცვლილია - 9 370.

4 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

აქტიური შემთხვევა: 32 448. 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189.

მძიმე პაციენტი: 1 088, მათ შორის, თბილისში - 351, აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 249, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27.

889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში.

26 665 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 24 442 ადამიანი.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსი 4 837 ადამიანს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.