ალ კაპონეს პისტოლეტი აუქციონზე 860 000 დოლარად გაიყიდა

ამერიკელი განგსტერის ალ კაპონეს კუთვნილი ნივთები კალიფორნიაში, შაბათ -კვირას გამართულ აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო 174 ნივთი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და პირადი ფოტოები, ასევე სამკაულები და ავეჯი. ყველაზე პოპულარული ლოტი ალ კაპონეს საყვარელი პისტოლეტი კი 860 000 დოლარად გაიყიდა. ეს ნივთები ალ კაპონეს ოჯახის მფლობელობაში დაახლოებით 75 წლის განმავლობაში რჩებოდა.

იტალიური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი 1931 წელს გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს.

მას 11 წელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალ კაპონე ციხიდან 1939 წელს გაათავისუფლეს, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.